ყველა

უნარების კვირეული 2023

უნარების კვირეული 2023

მიმდინარე წლის 24-30 აპრილს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩატარდა უნარების კვირეული 2023. აღნიშნულმა ღონისძიებამ წარმოაჩინა პროფესიული განათლების კუთხით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნარების განვითარების სისტემა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 21 აპრილს კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2019 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტმა, ნოდარ აფხაძემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად

ტრენინგი თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“

ტრენინგი თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“

მიმდინარე წლის 07, 08 და 09 აპრილს, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“. ტრენინგში მონაწილეობა კოლეჯი ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და ინსტრუქტორებმაც მიიღეს.

ვრცლად

შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან

შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 04 აპრილს, გაიმართა კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტის, ხათუნა შტააძის შეხვედრა კოლეჯის სტუდენტებთან. მან გაუზიარა სტუდენტებს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც გაიმართა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

საინფორმაციო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 მარტს შედგა საინფორმაციო შეხვედრა შპს ,,ჰერა-2011’’-ს თანამშრომლებთან – პრაქტიკის ინსტრუქტორებთან.

ვრცლად

შეხვედრა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან

შეხვედრა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომელსაც კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაეცნოთ ცენტრის საქმიანობა, მიღწევები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

საინფორმაციო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 მარტს შედგა საინფორმაციო შეხვედრა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებთან – პრაქტიკის ინსტრუქტორებთან.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

საინფორმაციო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 მარტს შედგა საინფორმაციო შეხვედრა თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის თანამშრომლებთან. კოლეჯის დირექტორის მოადგილემ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო საწარმოო პრაქტიკის თავისებურებები.

ვრცლად

სამოქალაქო განათლების ახალი მოდულის განხორციელების ხარისხის შეფასება

სამოქალაქო განათლების ახალი მოდულის განხორციელების ხარისხის შეფასება

მიმდინარე წლის 13 მარტს, კოლეჯ ბარაკონს სტუმრობდა IFES – საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი ქალბატონი ლელა ჯავახიშვილი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო განათლების ახალი მოდულის განხორციელების ხარისხის შეფასება.

ვრცლად

ტრენინგი თემაზე – საგრანტო წინადადების შემუშავება და ფონდების მოძიება

ტრენინგი თემაზე – საგრანტო წინადადების შემუშავება და ფონდების მოძიება

მიმდინარე წლის 9-10 მარტს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე – საგრანტო წინადადების შემუშავება და ფონდების მოძიება. ტრენინგი მიზნად ისახავდა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას საგრანტო პროექტების მომზადების მიმართულებით.

ვრცლად