ამობეჭდვა
საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 მარტს შედგა საინფორმაციო შეხვედრა შპს ,,ჰერა-2011’’-ს თანამშრომლებთან – პრაქტიკის ინსტრუქტორებთან. დირექტორის მოადგილემ და საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა საწარმოო პრაქტიკის პერიოდი, დღიურად სამუშაო საათების რაოდენობა და შეათანხმა სამუშაო ადგილზე მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობა. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა კოლეჯში შეფასების ინსტრუმენტებისა და უწყისების წარმოდგენის ვადები.