ამობეჭდვა
საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 მარტს შედგა საინფორმაციო შეხვედრა თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის თანამშრომლებთან. კოლეჯის დირექტორის მოადგილემ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო საწარმოო პრაქტიკის პერიოდი, დღიურად სამუშაო საათების რაოდენობა და შეათანხმა სამუშაო ადგილზე მისაღები პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რაოდენობა.