ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 21 აპრილს კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2019 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა.

სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტმა, ნოდარ აფხაძემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.