კოლეჯ ბარაკონში, ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღია კარის დღეები დაიწყო. მიმდინარე წლის 04 მაისს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია როგორც პროფესიული განათლების სპეციფიკის, ასევე კოლეჯის საქმიანობის შესახებ. აპლიკანტებს დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია გაესაუბრა. 01 მაისიდან, ღია კარის დღეები ყოველ ხუთშაბათს 15.00 საათზე გაიმართება.
პროფესიულ სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის მომსახურების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ფარმაცევტულ კომპანიასთან “ორნადო მედიცინა”. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია კოლეჯი ბარაკონის საექთნო საქმისა და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შეთავაზება.
მიმდინარე წლის 02 მაისს, კოლეჯის წარმომადგენლებისა და საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო კომისიის მიერ, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შემუშავებული ინსტრუმენტების გაცნობა და დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მიმდინარე წლის 02 მაისს, შედგა საინფორმაციო შეხვედრა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია შუალედური შეფასების ჩატარების თარიღის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
მიმდინარე წლის 24-30 აპრილს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩატარდა უნარების კვირეული 2023. აღნიშნულმა ღონისძიებამ წარმოაჩინა პროფესიული განათლების კუთხით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნარების განვითარების სისტემა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
მიმდინარე წლის 21 აპრილს კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2019 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტმა, ნოდარ აფხაძემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მიმდინარე წლის 07, 08 და 09 აპრილს, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“. ტრენინგში მონაწილეობა კოლეჯი ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და ინსტრუქტორებმაც მიიღეს.
მიმდინარე წლის 04 აპრილს, გაიმართა კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტის, ხათუნა შტააძის შეხვედრა კოლეჯის სტუდენტებთან. მან გაუზიარა სტუდენტებს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც გაიმართა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან.
საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 მარტს შედგა საინფორმაციო შეხვედრა შპს ,,ჰერა-2011’’-ს თანამშრომლებთან – პრაქტიკის ინსტრუქტორებთან.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომელსაც კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაეცნოთ ცენტრის საქმიანობა, მიღწევები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.