მიმდინარე წლის 20 ივნისს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

მიმდინარე წლის 20 ივნისს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
მიმდინარე წლის 7 ივნისს, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ სს “გეფა”-ს სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით
პროფესიული უნარების სააგენტოს და PMC კვლევითი ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, USAID-ის ეკონომიკური მართვის პროგრამის მხარდაჭერით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სექტორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც.
მიმდინარე წლის 30 მაისს, გაიმართა პროექტის “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით” დახურვის ღონისძიება. შეხვედრა დაეთმო პროექტის შედეგების, HR & OD ექსპერტთა პლატფორმისა და საკონსულტაციო სერვისის პრეზენტაციას.
მიმდინარე წლის 30 მაისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოყენებული ფორმების პროექტების საჯარო განხილვა.
მიმდინარე წლის 18 მაისს, ფარმაციის (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ სააფთიაქო ქსელის იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს.
მიმდინარე წლის 10 მაისს, ფარმაციის (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ შპს „იბერიფარმა +“-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით.
დაიწყო ონლაინ რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაციისთვის შეგიძლია ეწვიო ბმულს: www.vet.emis.ge
მიმდინარე წლის 8 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლების მიერ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
მიმდინარე წლის 21 მარტს, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2022 წლის მიღების გეგმა-გრაფიკი.