ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 04 აპრილს, გაიმართა კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტის, ხათუნა შტააძის შეხვედრა კოლეჯის სტუდენტებთან. მან გაუზიარა სტუდენტებს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც გაიმართა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.