ისტორია

კოლეჯი ბარაკონი ერთ-ერთი ადრე დაარსებული კოლეჯია. იგი 29 წელზე მეტია, რაც პროფესიული სტუდენტებისთვის მათთვის სასურველი პროფესიებით უზრუნველყოფაზე ზრუნავს.

თავდაპირველად კოლეჯი ბარაკონი საზოგადოებამ რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე არსებული სამედიცინო დაწესებულების სტატუსით გაიცნო. მედდა, ბებიაქალი, მასაჟისტი, კბილის ტექნიკოსი, ფარმაცევტი  – ეს კოლეჯ ბარაკონის პირველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალია. პირველი პროფესიული სტუდენტებიც ბარაკონმა სწორედ დაარსების პირველივე წელს, 1992 წელს მიიღო.

გამოცდილების ზრდასთან ერთად, კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს ახალი მიმართულებები – კომპიუტინგი/ინფორმატიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლება დაემატა. დღეისათვის კი კოლეჯში პროფესიების მრავალფეროვანი არჩევანი და სწავლის მაღალი ხარისხია. ბარაკონი ახორციელებს გრძელვადიან დიპლომირებულ პროგრამებს. კოლეჯის კურსდამთავრებულების დიპლომებს სახელმწიფო ყველა ეტაპზე აღიარებდა.

ბარაკონმა წარმატებით გაიარა ლიცენზირება 1992 წელს, შემდეგ – 2008-ში. 2013 წელს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2018 წლის 13 ივლისს კოლეჯმა წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია და 6 წლის ვადით მიენიჭა ავტორიზაცია.

 

თუ კოლეჯის დაარსებამდე დიდი ხნით ადრე დაიბადე, ან თუ მეცხრე კლასი ახლახანს დაამთავრე, ამას კოლეჯისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ბარაკონში სწავლა შეზღუდვების გარეშეა.

 

გადაწყვეტილება N12213.07.2018