მისია, ხედვა, ღირებულებები

მისია

კოლეჯ ბარაკონის მისიაა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის საგანმანათლებლო და სასწავლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროგრამების შეთავაზებით, შექმნას პროფესიული სტუდენტების საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო და პროფესიული სტუდენტების წარმატებული დასაქმებისთვის პირობები, რათა მათ შეიძინონ ცოდნა პროფესიისა და კარიერის შესახებ კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის განვითარების გზით.

 

ხედვა

კოლეჯის ხედვაა შექმნას ისეთი საგანმანათლებლო  გარემო, რომელიც პასუხობს ჩვენი სტუდენტების საჭიროებებს და აძლევს მათ შესაძლებლობებს გაუმკლავდნენ  გამოწვევებს და იყვნენ აქტიური მონაწილეები ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრის საქმეში. ამ მიზნით, კოლეჯი გეგმავს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს შემდეგ ათწლეულში, რათა გახდეს მოდელი კოლეჯი, რომლის კურსდამრთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი იქნება 70%-ზე მაღალი.

 

ირითადი ღირებულებები

კოლეჯი დაარსდა პრინციპით განათლებამ უნდა ამაღლოს ადამიანის ღირსება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და თანაგრძნობას

კოლეჯი გაერთიანებულია შემდეგი ძირითადი ღირებულებების გარშემო:

მრავალფეროვნება: ყველა სტუდენტის მრავალფეროვანი ღირებულებები, მიზნები, განსხვავებული შესაძლებლობები და სწავლების სტრატეგიები აღიარებული და მხარდაჭერილია.

პროგრამების წარმატებით დასრულება: სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებით მიაღწიონ  მრავალფეროვან მიზნებს.

პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა: პროგრამების სისტემატიური მონიტორინგი, რათა პროგრამის წარმატებით დასრულება გაუტოლდეს კონკურენტულ პოზიციას შრომის ბაზარზე.

ინსტიტუციური ხარისხის უზრუნველყოფა: ავტორიზაციის სტანდარტებთან კოლეჯის ადმინისტრაციული, დამხმარე სამსახურების შესაბამისობის შესწავლა და მუდმივი გაუმჯობესება კოლეჯის ხედვის, მისიისა და მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა: წახალისებულია ენთუზიასტი, დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც პიროვნული ზრდისკენ ისწრაფვიან.

თანამშრომლობა: ფასდება გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და დაინტერესებული მხარეებისგან  ინფორმაციის მიღება.

ერთიანობა: ყველა საქმიანობა მიმართულია კოლეჯის მიზნების, გეგმების, პრიორიტეტების მისაღწევად.