ამობეჭდვა
საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 მარტს შედგა საინფორმაციო შეხვედრა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებთან – პრაქტიკის ინსტრუქტორებთან. საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო საწარმოო პრაქტიკის პერიოდი, დღიურად სამუშაო საათების რაოდენობა და შეათანხმა სამუშაო ადგილზე მისაღები პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რაოდენობა.