ამობეჭდვა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომელსაც კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაეცნოთ ცენტრის საქმიანობა, მიღწევები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
შეხვედრაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ პროფესიული სტუდენტებისთვის გამართა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ცენტრის საქმიანობის გაცნობას, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, სტუდენტების უფლებებსა და მათი ჩართულობის ფორმებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში და განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის საკითხებს. 
შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დროსაც პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.