საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასა და ბიზნეს ინტერესების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაცია “ბიზნეს საქართველოს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ასოციაციაში შემავალ კერძო კოლეჯების ადმინისტრაციისა და მათი პერსონალისთვის, 2021წლის 19 თებერვალს გაიმართა საინფორმაციო სემინარი შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გაცნობის მიზნით.
მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაერთიანებული სამეფოს „კარგი მმართელობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“. პროექტის გუნდი აქტიურად მუშაობდა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოდელზე.
მიმდინარე წლის 12 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის N 121/ნ ბრძანებით დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტის – „ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი“ განხილვა.
2021 წლის 10 თებერვალს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ცენტრალიზებულად შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის.
შეხვედრის მიზანი იყო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ცენტრალიზებულად შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობა;
2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით გამართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“. კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიულ განათლებას.
საქართველოს მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე და უქმე დღეების გათვალისწინებით, დირექტორის ბრძანებით საახალწლო არდადეგების პერიოდად განსაზღვრულია 2020 წლის 28 დეკემბრიდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით დღეები.
შპს ბარაკონის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრეტეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კომისიის მიერ შემუშავებული 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, 20 საათზე. COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის მეშვეობით.
23 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან Zoom პლატფორმის მეშვეობით, წლის შემაჯამებელი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესზე და დაწესებულებების მიერ განხორციელებული თვითშეფასების პირველად შედეგებზე.
შპს ბარაკონის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრეტეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ შემუშავდა 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის საჯარო განხილვა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, 20 საათზე.
თქვენი ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
12 დეკემბერს შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის გაფართოებული სხდომა. შეხვედრას კოლეჯის მხრიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნინო ხაჩიძე ესწრებოდა.
სხდომაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.