ამობეჭდვა
2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით გამართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.
კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიულ განათლებას, რომელზეც განიხილეს:
✅პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები;
✅პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა და თვითშეფასების ანალიზის შედეგები;
✅ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოში/პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის ანალიზი – მიღწევები და გამოწვევები;
✅პროფესიული კრედიტების სისტემა (ECVET) – საერთაშორისო გამოცდილება;
✅პროფესიული კვალიფიკაციების ხარისხის განვითარება;
✅სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისტემის დანერგვის გამოწვევები COVID-19 პირობებში;
კონფერენციის საწყის ეტაპზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა შეაჯამა ცენტრის 2016-2020 წლების საქმიანობა და კონფერენციის მოანაწილეებს გააცნო ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, ხოლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიღწევებზე და გამოწვევებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ექსპერტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კოლეჯის მხრიდან, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო დირექტორის მოადგილემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.