ამობეჭდვა
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასა და ბიზნეს ინტერესების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაცია “ბიზნეს საქართველოს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ასოციაციაში შემავალ კერძო კოლეჯების ადმინისტრაციისა და მათი პერსონალისთვის, 2021წლის 19 თებერვალს გაიმართა საინფორმაციო სემინარი შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გაცნობის მიზნით.

სემინარს უძღვებოდა ბიზნეს საქართველოს პრეზიდენტი, შრომის უსაფრთხოების და შრომის სამართლის ექსპერტი მიხეილ კორძახია. ბატონმა მიხეილმა დეტალურად განმარტა, 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით, შრომის კანონმდებლობაზე ზედამხედველ და მაკონტროლებელ ორგანოს – შრომის ინსპექციას უფლება აქვს შეამოწმოს ნებისმიერი კომპანია, მათ შორის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯი, როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომითი უფლებების (სამუშაო საათები, შვებულებები, დასვენების და შესვენების დრო, შრომის ანაზღაურება და ა.შ.) საკითხები, ასევე შემოწმების შედეგად თითოეულ დარღვევაზე გამოიყენოს საჯარიმო სანქციები 400 ლარიდან 900 ლარის ოდენობით.