ამობეჭდვა
შპს ბარაკონის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრეტეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კომისიის მიერ შემუშავებული 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, 20 საათზე. COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის მეშვეობით.

კომისიის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი გამომდინარეობს კოლეჯის 2021-2027 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმიდან. მის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებულმა მხარეებმა. მათ საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ როგორც ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე ინფორმაცია განთავსებული იყო კოლეჯის ვებგვერდზე.