ამობეჭდვა
23 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან Zoom პლატფორმის მეშვეობით, წლის შემაჯამებელი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესზე და დაწესებულებების მიერ განხორციელებული თვითშეფასების პირველად შედეგებზე. ასევე, წარდგენილ იქნა ცენტრალიზებულად შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტები ათი კვალიფიკაციის ფარგლებში, რომელთა შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლები.
შემაჯამებელ შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო არაფორმალური განათლების აღიარების არსებულ სისტემას და მის გამოყენებას კვალიფიკაციის მიღების მოქნილობის საქმეში.