ყველა

სამუშაო შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრთა მოსაზრებები პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით. ასევე, მსჯელობა გაიმართა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ინიცირებებთან დაკავშირებით.

ვრცლად

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2020 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი
დოკუმენტაციის დაწესებულებაში წარდგენის ვადად დადგინილია 2020 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრა შემდეგნაირად:

ვრცლად

დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ

დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ

აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო: იმყოფებოდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე; იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში; იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ; იმყოფებოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო;

ვრცლად

სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში განხორციელებასთან დაკავშირებით

სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში განხორციელებასთან დაკავშირებით

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, ქვეყანაში ადამიანთა დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო პირველი ოქტომბრიდან – გაგრძელდება არადისტანციურ რეჟიმში. 

ვრცლად

პროფესიული ტესტირების ჩატარების ვადები განისაზღვრა

პროფესიული ტესტირების ჩატარების ვადები განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების განრიგი დამტკიცდა. პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

ვრცლად

სასწავლო პროცესი განახლდა

სასწავლო პროცესი განახლდა

დღეიდან, 06 ივლისიდან გრძელდება სწავლა ყველა პროგრამაზე ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი იყო შეწყვეტილი.

ვრცლად

სასწავლო პროცესის განახლების შესახებ

სასწავლო პროცესის განახლების შესახებ

მიმდინარე წლის 6 ივლისიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმების გავლის შემდეგ, კოლეჯმა მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი იყო შეწყვეტილი.

ვრცლად

ინსტრუქტაჟი COVID-19-სგან დაცვის ღონისძიებების შესახებ

ინსტრუქტაჟი COVID-19-სგან დაცვის ღონისძიებების შესახებ

შპს ბარაკონმა შეიმუშავა ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა, რომლის მთავარი მიზანია მსოფლიო პანდემიის პირობებში COVID-19-სგან დაცვის ღონისძიებების გაწერა და შემდგომ, მათი ეფექტური განხორციელება. აღნიშნული გეგმა სრულად ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ რეკომენდაციებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის.

ვრცლად

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, ქვეყანაში ადამიანთა დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის N2 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.

ვრცლად

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

“საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი.

ვრცლად