ამობეჭდვა
2021 წლის 10 თებერვალს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ცენტრალიზებულად შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის. 
შეხვედრის მიზანი იყო:
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ცენტრალიზებულად შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობა;
  • შეფასების ინსტრუმენტების შექმნაზე საერთო ხედვის ჩამოყალიბება;
  • თითოეული პროგრამის ფარგლებში, მოდულის განმახორციელებელი პირების კონსულტირება შეფასების ინსტრუმენტებთან დაკაშირებით.
შეხვედრას წარუძღვნენ ამ პროცეში ჩართული დარგისა და განათლების ექსპერტები. შეხვედრას ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.