ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 12 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის N 121/ნ ბრძანებით დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტის – „ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი“ განხილვა.  

განხილვა შედგა Zoom – ის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.კოლეჯის მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნინო ხაჩიძე.