ყველა

ინფორმაცია ახალი სასწავლო ფართის შესახებ

ინფორმაცია ახალი სასწავლო ფართის შესახებ

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან სასწავლო პროცესი განახლდება ახალ სასწავლო მისამართზე:
თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, პოლიტკოვსკაიას ქ. # 4. Vl სართული.

ვრცლად

სააღდგომო არდადეგები

სააღდგომო არდადეგები

კოლეჯის დირექტორის 2019 წლის 17 აპრილის N18 ბრძანებით 25 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ცხადდება სააღდგომო არდადეგები. 1 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება ახალ სასწავლო მისამართზე.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 18 აპრილს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა კოლეჯებისთვის გამართეს საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მოკლე ციკლის (ასოცირებული ხარისხის მქონე) საგანმანათლელო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 

ვრცლად

შეხვედრა პარლამენტში

შეხვედრა პარლამენტში

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ქ-ნ მარიამ ჯაშის ინიციატივით პარლამენტში შედგა შეხვედრა კერძო კოლეჯების ხელმძღვანელებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქ-ნ ირინა აბულაძესა და სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის.

ვრცლად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 25 თებერვალს გაფორმდა სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრსა და  შპს ბარაკონს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი. მხარეები გამოთქვამენ მზაობას და ადასტურებენ თანამშრომლობის სურვილს პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საქმეში. 

ვრცლად

ტრენინგი – პროფესიული  საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავება

ტრენინგი – პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავება

მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი თემაზე “პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება”, რომლის მიზანს წარმოადგენდა, მოდულთა განმახორციელებლებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების სპეციფიკისა და მოდულთა ადაპტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ვრცლად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 31 იანვარს გაფორმდა ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესსა და  შპს ბარაკონს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი.მხარეები კისრულობენ ვალდებულებას წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.

ვრცლად

თანამშრომლობის ფორუმი სამშენებლო სექტორში 2019

თანამშრომლობის ფორუმი სამშენებლო სექტორში 2019

29 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა თანამშრომლობის ფორუმი სამშენებლო სექტორში 2019: „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.

ვრცლად

შეხვედრა საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით

შეხვედრა საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით

2019 წლის 25 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით კოლეჯების ხელმძღვანელებისა და ბუღალტრებისთვის ჩატარდა სემინარი “საპენსიო შენატანებთან” დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი ბატონი გიორგი ფოფხაძე.

ვრცლად

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან

მიმდინარე წლის 23 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის წარმომადგენლები.

ვრცლად