განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, წლიური საერთაშორისო კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, რომელიც გაიმართა ონლაინ რეჟიმში , ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ.
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს, 19 საათზე გაიმართა შპს ბარაკონის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრეტეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კომისიის მიერ შემუშავებული 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ონლაინ – Zoom პლატფორმის მეშვეობით.
კოლეჯის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში”. ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკის ინსტრუქტორები. ტრენინგს გაუძღვა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო ხაჩიძე.
10 დეკემებერს, ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენელი ანა კასრაძე გაუძღვა.
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ 2021-2025 წლის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა 2022 წლის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი. დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება.
მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება Online შეხვედრა შინმოვლის სპეციალობის კურსებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 144 საათიანი მოკლე კურსი შინმოვლის სპეციალისტთა მომზადებისთვის.
მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, გაეროს განვითარების საგრანტო პროექტის „კვლევის ორგანიზება პროცესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული საჭიროებების მიმართულებით“ ფარგლებში გაიმართა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრა კვლევის შედეგების შუალედური განხილვის მიზნით.
სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, 2021 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის, ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ვებგვერდისა და სოციალური ქსელის გაცნობა. ვებგვერდის, სოციალური ჯგუფების გაცნობის პარალელურად პროფესიული სტუდენტები გაეცნენ კოლეჯის მისიას, ხედვას, ღირებულებებს, სტრატეგიული განვითარების გეგმას, სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესსა და მათ უფლება-მოვალეობებს.
2021 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი იწყება 8 ნოემბერს.
2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.