ამობეჭდვა
2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.
ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი/ასლი ან დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საბაზო განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე ან ცნობა შესაბამისი სწავლის საფეხურის დაძლევის შესახებ;
  • უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი.

✔️ განცხადება (ივსება ადგილზე, ან ელექტრონულად)
☎️ დამატებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 032 308086