ამობეჭდვა
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ 2021-2025 წლის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა 2022 წლის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი. დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება.

დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა გაზრდისა და ფართო საზოგადოების მხრიდან უკუკავშირის მიღების მიზნით, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეებს  ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები.