ამობეჭდვა
სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, 2021 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის, ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ვებგვერდისა და სოციალური ქსელის გაცნობა. ვებგვერდის, სოციალური ჯგუფების გაცნობის პარალელურად პროფესიული სტუდენტები გაეცნენ კოლეჯის მისიას, ხედვას, ღირებულებებს, სტრატეგიული განვითარების გეგმას, სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესსა და მათ უფლება-მოვალეობებს.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესსა და პროფესიულ სტუდენტთა უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.