ამობეჭდვა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, წლიური საერთაშორისო კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, რომელიც გაიმართა ონლაინ რეჟიმში , ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.
კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ. კონფერენმციის მონაწილეებს ასევე მიესალმენ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, გაეროს ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვალერი პეტერსი. კონფერენციის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა 2022 წლის მიზნებზე, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ხოლო ევროპის განათლების ფონდის (ETF), ადამიანური კაპიტალის უფროსმა, ექსპერტმა მოუნირ ბაატმა ისაუბრა პროფესიული განათლების ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვასა და ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენციაზე წარდგენილ იქნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის საქმიანობის შედეგები. განიხილეს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები. მათ შორის:

  • 2021 წელს განხორციელებული აქტივობები ;
  • გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია, ფაზა 2“ შედეგები;
  • ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოსა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის როლი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ელექტრონული პორტალი.

კონფერენციის ფარგლებში კოლეჯმა პრესტიჟმა, საქართველოს ბიზნესის აკადემიამ და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ უცხოელ პარტნიორებთან ერთად წარმოადგინეს საკუთარი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები. ასევე, კონფერენციის მსვლელობისას გაფორმდა ურთიერთთამშრომლობის ორი მემორანდუმი:
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების,  ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ექსპერტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

კონფერენციას კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა 3 წარმომადგენელი.