ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება Online შეხვედრა შინმოვლის სპეციალობის კურსებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 144 საათიანი მოკლე კურსი შინმოვლის სპეციალისტთა მომზადებისთვის, რომელიც ასევე აღიარებულია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აღნიშნული სპეციალობის მქონე პირები მოთხოვნადი არიან როგორც საქართველოს შრომის ბაზარზე, ასევე აღნიშნულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ „ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების შესახებ“ -შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული პირობებით, ისრაელის სახელმწიფოში.