ამობეჭდვა
10 დეკემებერს, ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენელი ანა კასრაძე გაუძღვა.
შეხვედრაზე განიხილეს Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინის მნიშვნელობა, ალერგიულობა და ვაქცინაციის პროცესი, მითები და რეალობა აცრების გარშემო.
ბარაკონი ვაქცინაციის თემაზე შეხვედრებს პერიოდულად მართავს და ხელს უწყობს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
შეხვედრა გაიმართა პროექტის “აიცერი,შენზეა” ფარგლებში, რომელსაც Space for Education and Development – განათლებისა და განვითარების სივრცე და Ad Hoc React Center • ედ ჰოკ რეაგირების ცენტრი Drive Democracy მცირე გრანტების მხარდაჭერის ფარგლებში ახორციელებს.
DRIVE Democracy ხორციელდება Eastern European Centre for Multiparty Democracy – EECMD მიერ, USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით.