2022 წლის 12 ივლისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’. ფორუმზე მიწვეული იყვნენ კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები.
მიმდინარე წლის 7 ივლისს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პრაქტიკის ინსტრუქტორებთან. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა ფუნქცია-მოვალეობებზე და სასწავლო პროცესში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე.
ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს პროგრამა. კურსდამთავრებულებს დიპლომები კოლეჯის დირექტორმა გადასცა.
მიმდინარე წლის 21 ივლისს, კოლეჯ „ბარაკონში“ ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია. სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს აქტიური სტატუსის მქონე პროფესიულ სტუდენტს. მონაწილეობის მისაღებად, სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად, კოლეჯის ელ. ფოსტაზე (info@barakoni.edu.ge) გაგზავნის ან კოლეჯში განცხადების დაწერის გზით, რომელსაც თან ერთვის ხელმძღვანელის თანხმობა.
მიმდინარე წლის 28 ივნისს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილული იყო სწავლებასა და შეფასაბასთან დაკავშირებული საკითხები, სამართლებრივი ასპექტები და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.
მიმდინარე წლის 28 ივნისს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა. კოლეჯი, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, პერიოდულად ატარებს სტუდენტებისთვის ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ.
24 ივნისს, კოლეჯის ორგანიზებით საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების მასწავლებლებთან ერთად, ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. კერძოდ, დაათვალიერეს საქართველოს მუზეუმისა და საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიციები.
მიმდინარე წლის 21-23 ივნისს, სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“ გაიმართა.
მიმდინარე წლის 20 ივნისს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
მიმდინარე წლის 7 ივნისს, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ სს “გეფა”-ს სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით