ამობეჭდვა
 მიმდინარე წლის 20 ივნისს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და სტანდარტების ცვლილებების პროექტის გაცნობა. ონლაინ შეხვედრა Zoom – ის პლატფორმის საშუალებით განხორციელდა.