Yearly Archives: 2022

საინფორმაციო შეხვედრა 2022 წლის მიღების გრაფიკთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა 2022 წლის მიღების გრაფიკთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 9 მარტს, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან. შეხვედრისას განხილულ იქნა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა 2021 წლის მიღების შედეგები და 2022 წლის მიღების გეგმა.

ვრცლად

შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების კონცეფციის საჯარო განხილვა

შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების კონცეფციის საჯარო განხილვა

მიმდინარე წლის 1 მარტს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გაიმართა შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების კონცეფციის საჯარო განხილვა. კონცეფცია შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ხელშეწყობით.

ვრცლად

პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის ახალი მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა

პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის ახალი მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გაიმართა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის ახალი მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

ვრცლად

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დამსაქმებელთან

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დამსაქმებელთან

შპს „იბერიფარმა +“-სა და შპს ბარაკონს შორის, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იბერიფარმას და კოლეჯის წარმომადგენლებმა გამართეს პირველი საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ვრცლად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

შპს „იბერიფარმა +“-სა და შპს ბარაკონს შორის, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის მიზანს ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, შპს „იბერიფარმა +“-ის წარმომადგენლების მიერ გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ჩატარება და პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის სტაჟირების გავლის შეთავაზება წარმოადგენს.

ვრცლად

შეხვედრა ანკეტა-კითხვარის შევსების ვადებთან დაკავშირებით

შეხვედრა ანკეტა-კითხვარის შევსების ვადებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 31 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა 2022 წლის მიღებისა და ანკეტა-კითხვარის შევსების ვადებთან დაკავშირებით.

ვრცლად

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, წლიური საერთაშორისო კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, რომელიც გაიმართა ონლაინ რეჟიმში , ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ.

ვრცლად