მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, კოლეჯ ბარაკონში შედგა 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. დაინტერესებულ მხარეებს 10 კალენდარული დღით ადრე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ პროექტს და განხილვაზე წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები/რეკომენდაციები.
PMC კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოსთან პარტნიორობით, ICT სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შექმნილი კერძო-საჯარო თანამშრომლობის (PPP) პლატფორმის მე-3 შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჩატარდება 20 დეკემბერს, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, პროფესიული უნარების სააგენტოს წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს, სააგენტოს ერთწლიანი საქმიანობის შედეგად განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შეჯამება წარმოადგენდა.
პროფესიული უნარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაზიარების მიზნით, სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების კოორდინატორებთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტი უნიკალურ ექსპონატს.
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით კოლეჯ ბარაკონის პროფესიულ სტუდენტებთან შედგა საინფორმაციო შეხვედრა. პროფესიული სტუდენტები გაეცნენ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქმედების წესს.
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში პარლამენტის საქმიანობის შესახებ.
ტრენინგი თემაზე “ინოვაციური პრაქტიკა სწავლა-სწავლების პროცესში: ვიზუალური ელემენტები და გემიფიკაცია”
14 ნოემბერს კოლეჯ ბარაკონში, პერსონალის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებელი საინფორმაციო შეხვედრა. ადამიანური რესურსის საქმიანობის შეფასების კვლევის ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებების გათალისწინებით განისაზღვრა შეხვედრის თემა – ინოვაციური პრაქტიკა სწავლა-სწავლების პროცესში: ვიზუალური ელემენტები და გემიფიკაცია.
2022 წლის მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
2022 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი იწყება 8 ნოემბერს.