ამობეჭდვა
2022 წლის 12 ივლისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’. ფორუმზე მიწვეული იყვნენ კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები, მათ შორის კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ კოლეჯების პარტნიორი და არაპარტნიორი კერძო კომპანიები.
ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიელებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებელს.