Yearly Archives: 2022

კვლევის ანგარიშის წარდგენა

კვლევის ანგარიშის წარდგენა

კოლეჯ ბარაკონში მიმდინარე წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კვლევის ანგარიშის წარდგენის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა განიხილა პროფესიული განათლების მასწავლებლების, პრაქტიკის ინსტრუქტორების და პროფესიული სტუდენტების გამოკითხვებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

შპს ბარაკონში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით შედგა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან/პრაქტიკის ინსტრუქტორებთან, რომელზეც განხილული იყო კალენდარული გეგმის შემუშავებასთან, სწავლის შედეგების შეფასებასთან, განმეორებითი შეფასებასთან და აპელაციის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრები დარგობრივი ქსელების შექმნის მიზნით

სამუშაო შეხვედრები დარგობრივი ქსელების შექმნის მიზნით

17-18 ოქტომბერს, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, ევროკავშირი საქართველოსთვის “skills 4 job” პროგრამისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების შექმნის მიზნით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები პერსონალური მომსახურებებისა და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით.

ვრცლად

აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება

აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება. 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ჩასარიცხად დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ვრცლად

ონლაინ შეხვედრა მეორად შერჩევებთან დაკავშირებით

ონლაინ შეხვედრა მეორად შერჩევებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან.

ვრცლად

აპლიკანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების შესახებ

აპლიკანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების შესახებ

კოლეჯ ბარაკონში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების მიერ, დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს 2022 წლის 03 ოქტომბრიდან 08 ოქტომბრის ჩათვლით.

ვრცლად

მოტივაციური გასაუბრების შესახებ

მოტივაციური გასაუბრების შესახებ

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა მოტივაციური გასაუბრება 7 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ვრცლად

პროფესიული ტესტირების ჩატარების ვადები ცნობილია

პროფესიული ტესტირების ჩატარების ვადები ცნობილია

2022 წლის პროფესიული ტესტირების განრიგი დამტკიცდა. პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2022 წლის 6 სექტემბერს, 09:00 საათზე დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.

ვრცლად

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროგრამისთვის გასაუბრების თარიღების განსაზღვრის შესახებ

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროგრამისთვის გასაუბრების თარიღების განსაზღვრის შესახებ

2022 წლის მიღებისთვის, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტებთან გასაუბრების თარიღებად განსაზღვრულია 2022 წლის 7, 8, 9 და 10 სექტემბერი.

ვრცლად

ონლაინ შეხვედრა მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით

ონლაინ შეხვედრა მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის (აპლიკანტთა შერჩევის კოორდინატორებისთვის/ ადმინისტრატორებისთვის) ონლაინ შეხვედრა 2022-2023 სასწავლო წლის აპლიკანტთა შერჩევის ფარგლებში მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით.

ვრცლად