Yearly Archives: 2021

2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

მიმდინარე წლის 30 დეკემბერს, 19 საათზე გაიმართა შპს ბარაკონის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრეტეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კომისიის მიერ შემუშავებული 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ონლაინ – Zoom პლატფორმის მეშვეობით.

ვრცლად

ტრენინგი პრაქტიკის ინსტრუქტორებისთვის

ტრენინგი პრაქტიკის ინსტრუქტორებისთვის

კოლეჯის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში”. ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკის ინსტრუქტორები. ტრენინგს გაუძღვა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო ხაჩიძე. 

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციის თემაზე

საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციის თემაზე

10 დეკემებერს, ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენელი ანა კასრაძე გაუძღვა.

ვრცლად

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ 2021-2025 წლის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა 2022 წლის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი. დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება.

ვრცლად

შეხვედრა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან

შეხვედრა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება Online შეხვედრა შინმოვლის სპეციალობის კურსებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 144 საათიანი მოკლე კურსი შინმოვლის სპეციალისტთა მომზადებისთვის.

ვრცლად

კვლევის შედეგების შუალედური განხილვა

კვლევის შედეგების შუალედური განხილვა

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, გაეროს განვითარების საგრანტო პროექტის „კვლევის ორგანიზება პროცესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული საჭიროებების მიმართულებით“ ფარგლებში გაიმართა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრა კვლევის შედეგების შუალედური განხილვის მიზნით.

ვრცლად

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით

სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, 2021 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის, ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ვებგვერდისა და სოციალური ქსელის გაცნობა. ვებგვერდის, სოციალური ჯგუფების გაცნობის პარალელურად პროფესიული სტუდენტები გაეცნენ კოლეჯის მისიას, ხედვას, ღირებულებებს, სტრატეგიული განვითარების გეგმას, სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესსა და მათ უფლება-მოვალეობებს.

ვრცლად

აპლიკანტების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების შესახებ

აპლიკანტების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების შესახებ

2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.

ვრცლად

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროგრამისთვის გასაუბრების თარიღის განისაზღვრის შესახებ

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროგრამისთვის გასაუბრების თარიღის განისაზღვრის შესახებ

2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გასაუბრების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 22 ოქტომბერი.

ვრცლად