ყველა

ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

13 დეკემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ჩატარდა ტრენინგი კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და კვარტალური დაფინანსების შესახებ.

ვრცლად

შეხვედრა თემაზე “მოქალაქეობა”

შეხვედრა თემაზე “მოქალაქეობა”

11 დეკემბერს, შპს ბარაკონის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „მოქალაქეობა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ადამიანის უფლებებსა და მოქალაქის როლზე სახელმწიფოში. შეხვედრას უძღვებოდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გახელაძე. 

ვრცლად

ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება

ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება

2019 წლის 6 დეკემბერს, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, წევრი კოლეჯებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაცია. ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის გამგეობის წევრი და საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ს დირექტორი გიორგი ბერაია. ტრენინგის მიზანი გახლდათ ზოგადი მოდულის „უცხოური ენა“ შეფასების ინსტრუმენტზე მუშაობა, რისთვისაც მონაწილეთა შორის მოწვეული იყვნენ უცხოური ენის განმახორციელებელი მასწავლებლები.

ვრცლად

შეხვედრა დამსაქმებელთან

შეხვედრა დამსაქმებელთან

პარასკევს, 6 დეკმებერს 15.00 საათზე ფარმაციის (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ  სს „გეფა“-ს საკადრო რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით. 

ვრცლად

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა

5 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესზე, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.

ვრცლად

ვიზიტი ბავშვთა სახლში

ვიზიტი ბავშვთა სახლში

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ის 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განიცდიან.

ტრადიციისამებრ, ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენი კოლეჯის სტუდენტები კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

ვრცლად

მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრები თბილისში, 27-29 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა, რომელსაც კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე. 

ვრცლად

სწავლის დაწყების შესახებ

სწავლის დაწყების შესახებ

2019 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების შედეგად ინფორმაციის ტექნოლოგიის, საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 2019 წლის 2 დეკემბერს.

ვრცლად

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები!

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები!

2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულმა აპლიკანტება, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, კოლეჯში უნდა წარმოადგინონ სავალდებულო დოკუმენტები:

ვრცლად