ამობეჭდვა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 10.00 საათიდან – 17.00 საათამდე პერიოდში. შაბათს, 21 ოქტომბერს – 10.00-დან 14.00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N4, მეექვსე სართული.

წარსადგენი დოკუმენტები:

✅ განცხადება დირექტორის სახელზე;

✅ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

✅ ზოგადი საბაზო (9კლასი) /ან სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ან ასლი, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული. იმ შემთხვევაში თუ დასრულებული გაქვთ პროფესიული კოლეჯი ან უმაღლესი სასწავლებელი, შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

✅ 2 ფოტოსურათი ¾ზე;

✅ იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტი არასრულწლოვანია, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

აპლიკანტის დაბადების მოწმობა.