ამობეჭდვა

მიმდიმარე წლის 04 დეკემბერს, ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების კოორდინატორებთან ერთად, იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში.

პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტ უნიკალურ ექსპონატს. მათ შორის, პრეისტორიული ხანის (15 მილიონი წლის წინანდელი), ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და ქრისტიანული პერიოდის, რენესანსის პერიოდის მასალებს. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო, ასევე ქართული სამედიცინო ხელნაწერები, ქართული ხალხური მედიცინის იარაღები და XIX – XX საუკუნის დიდი ქართველი ექიმების საარქივო მასალები.