17-18 ოქტომბერს, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, ევროკავშირი საქართველოსთვის “skills 4 job” პროგრამისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების შექმნის მიზნით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები პერსონალური მომსახურებებისა და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება. 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ჩასარიცხად დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან.
კოლეჯ ბარაკონში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების მიერ, დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს 2022 წლის 03 ოქტომბრიდან 08 ოქტომბრის ჩათვლით.



