ამობეჭდვა
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება. 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ჩასარიცხად დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მსურველებს საშუალება აქვთ, პორტალზე www.vet.emis.ge გაეცნონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც დარჩენილია ადგილები და აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება, ხოლო კოლეჯი ბარაკონი აცხადებს მეორად მიღებას შემდეგ პროგრამებზე: ფარმაცია (სააფთიაქო) და საექთნო საქმე. ამ მიზნით, მსურველებს ერთიან პროფესიულ ტესტირებაში გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქიმია – ბიოლოგიაში.