ამობეჭდვა
17-18 ოქტომბერს, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, ევროკავშირი საქართველოსთვის “skills 4 job” პროგრამისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების შექმნის მიზნით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები პერსონალური მომსახურებებისა და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს დარგობრივი ქსელების საერთაშორისო პრაქტიკა და მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე, ქსელში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. მონაწილეებმა, ხაზი გაუსვეს კერძო კომპანიებთან და ასოციაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მათთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული განათლების მასწავლებლებმა, პროგრამების ხელმძღვანელებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა, რომლებმაც შეხვედრის დასასრულს, იმსჯელეს და წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები თანამშრომლობის ფორმების, თემატური აქტივობების, ქსელის მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შესაძლო მიზნებისა და გეგმების შესახებ.