ამობეჭდვა

PMC კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოსთან პარტნიორობით, ICT სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შექმნილი კერძო-საჯარო თანამშრომლობის (PPP) პლატფორმის მე-3 შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჩატარდება 20 დეკემბერს, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით. 

აღნიშნულ შეხვედრაზე წარდგენილ იქნა კიბერუსაფრთხოების ახალი საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმის მონახაზი, რომელიც „საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულმა კოლეჯმა“ (UG College) და ICT კომპანია GreenNet-მა ერთობლივად შეიმუშავეს. შეხვედრას კოლეჯის წარმომადგენელიც ესწრებოდა.