ამობეჭდვა
ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, კოლეჯი ბარაკონის პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში პარლამენტის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, პროფესიული სტუდენტები დაესწრნენ პარლამენტის პლენარულ სხდომას. მათ სიტყვით მიმართა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.