Monthly Archives: September 2021

საინფორმაციო შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან

საინფორმაციო შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიულ პროგრამებზე 2021 წლის მიღების და ჩარიცხვის პირობები.

ვრცლად

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის პროცესი სრულდება 26 სექტემბერს. შერჩევის საბოლოო შედეგები აპლიკანტებს 1-ლ ოქტომბრამდე ეცნობებათ პორტალზე: https://vet.emis.ge/#/

ვრცლად

ფარმაციის (სააფთიაქო) ჩარჩო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა

ფარმაციის (სააფთიაქო) ჩარჩო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გარე ინიცირებით, წარდგენილ იქნა “ფარმაცია (სააფთიაქო)” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცვლილების პროექტი. წარმოდგენილი პროექტის განხილვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, დაინტერესებული მხარეთა ჩართულობით, გაიმართება საკითხის საჯარო განხილვა.

ვრცლად

ქიმია-ბიოლოგიაში ტესტირების შესახებ

ქიმია-ბიოლოგიაში ტესტირების შესახებ

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება ქიმია-ბიოლოგიაში ჩატარდება:

✔ საქართველოს რეგიონებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში 6 სექტემბერს;
✔ ქალაქ თბილისში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში 13 სექტემბერს.

ვრცლად

შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან

შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ახალი კორონავირუსის (Covid-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მორიგი საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან.

ვრცლად