ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ახალი კორონავირუსის (Covid-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მორიგი საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან, ქალბატონო მარინა თოფურიძესთან.

შეხვედრის ფარგლებში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია კორონავირუსის (Covid-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, დაესვათ კითხვები და სპეციალისტისგან მიეღოთ პასუხები.