ამობეჭდვა
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გარე ინიცირებით, წარდგენილ იქნა “ფარმაცია (სააფთიაქო)” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცვლილების პროექტი. წარმოდგენილი პროექტის განხილვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, გაიმართება საკითხის საჯარო განხილვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები. პროექტის ინიციატორებმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს დეტალურად გააცნეს წარმოდგენილი ცვლილებები, ისაუბრეს მათ საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. ცენტრის წარმომადგენლებმა გააჟღერეს დაინტერესებული მხარეებისაგან წერილობითი ფორმით წარმოდგენილი მოსაზრებები განსახილველ პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლების ჩართულობით ცვლილებების საბოლოო პროექტი ჩამოყალიბდა.