Monthly Archives: August 2021

ინფორმაციის ტექნოლოგიის და საოფისე საქმის პროგრამებისთვის გასაუბრების თარიღების შესახებ

ინფორმაციის ტექნოლოგიის და საოფისე საქმის პროგრამებისთვის გასაუბრების თარიღების შესახებ

2021 წლის მიღებისთვის, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტებთან გასაუბრების თარიღებად განსაზღვრულია 2021 წლის 8, 9 და 10 სექტემბერი, ხოლო საოფისე საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამისთვის 8 და 9 სექტემბერი. 

ვრცლად

შესარჩევი კომისიების სამუშაო შეხვედრა

შესარჩევი კომისიების სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, კოლეჯი ბარაკონის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესარჩევი კომისიების მიერ, დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიები დაკომპლექტებულია პროფესიული განათლების მასწავლებლებისგან და კოლეჯის პარტნიორებისგან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში.

ვრცლად

შეხვედრა ბიძინა კულუმბეგოვთან

შეხვედრა ბიძინა კულუმბეგოვთან

მიმდინარე წლის 25 და 27 აგვისტოს გაიმართა ონლაინ შეხვედრა ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ თამარ ქიტიაშვილთან. შეხვედრის ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია კორონავირუსის (Covid-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესთან და პირობებთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესთან და პირობებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომელიც ეხებოდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს.

ვრცლად

ონლაინ ტრენინგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შეფასების მიდგომებთან დაკავშირებით

ონლაინ ტრენინგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შეფასების მიდგომებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 9-10 აგვისტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, რომლის მიზანი იყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შეფასების მიდგომების გაცნობა და შეფასების პროცესის ადმინისტრირების საკითხების გაცნობიერება.

ვრცლად