27.02.2017 საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” რიგით მეოთხე ფორუმი

ამობეჭდვა

2017 წლის 20 თებერვალს “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” მხარდაჭერით ჩატარდა ” საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” რიგით მეოთხე ფორუმი.


სოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნინო გომელაური წარსდგა ანგარიშით, გაწეული მუშაობის შესახებ.
ვრცელ მოხსენებაში პრეზიდენტმა აღნიშნა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფართო წარმომადგენლობა , წარმატებები და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დგას კერძო პროფესიული სასწავლებლების წინაშე.
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა; საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში; საქარელოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი; დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მელაძე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი თამარ მახარაშვილი; განათლების სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის უფროსი წეროძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბატონი კახაბერ ერაძე; სახელმწიფო კოლეჯების ხელმძღვანელი პირები.
კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობამ და წევრმა სასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს გაწეული მუშაობისათვის, რის შემდეგაც გაიმართა ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევნები. 

2017 წლის არჩევნების შედეგად გამგეობაში არჩეულ იქნენ: ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემია; მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”; გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია”; შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “ფანასკერტელი; ინგა მანაშერიძე-ინტერბიზნესის აკადემია; ნინო გომელაური-მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი; მანანა მახარაშვილი-საზოგადოებრივი კოლეჯი “ნატალი აკადემია”.
გამგეობამ 2017 წელს აირჩია ახალი პრეზიდენტი, იგი გახდა გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი “გეორგია”-ს დირექტორი. ასევე არჩეულ იქნა ორი ვიცე-პრეზიდენტი: მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”-ს დირექტორის მოადგილე; ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორი.
ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო ის ხედვები და ამოცანები, რასაც ასოციაცია უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.