ამობეჭდვა
პროფესიული უნარების სააგენტოს და PMC კვლევითი ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, USAID-ის ეკონომიკური მართვის პროგრამის მხარდაჭერით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სექტორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც.
ღონისძიება მიზნად ისახავდა პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორის წარმომადგენელი კომპანიების და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელზე დაფუძნებული პროგრამების განვითარებას.