ამობეჭდვა

კოლეჯის ორგანიზებით პირველი სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანსაც პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენდა. ასევე, კონფერენციის მიზანი ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო.

შემფასებელი კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროფესიულ სტუდენტებს ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო კონფერენციის სხვა მონაწილეებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.