ამობეჭდვა
24 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში IV მექანიზებულ ბრიგადას საზოგადოებრივი კოლეჯი „ბარაკონის“ სტუდენტები ესტუმრნენ.
გაცნობითი ხასიათის ვიზიტისას ხელმძღვანელობამ სტუდენტებს ბრიგადის ინფრასტრუქტურა და სამხედრო მოსამსახურეათა საცხოვრებელი პირობები გააცნეს. ახალგაზრდებმა უშუალოდ მოინახულეს სხვადასხვა სასწავლო უბანი, დაათვალიერეს სიმულაციური სწავლების ოთახები და სპეციალურად მათთვის მოწყობილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენას დაესწრნენ.
კოლეჯი ბარაკონი მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის თავდაცვის სამინისტროსა და საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.